გაატარეთ ზამთარი სვანეთში!

6 დღე/ 5 ღამე "ზამთარი სვანეთში"    👈👈👈მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს 👈👈👈



სვანეთი - მდებარეობს  კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე, საიდანაც სათავეს იღებენ მდინარეები ენგური და  ცხენისწყალი.  3 000–5 000 მეტრი სიმაღლის კავკასიონის მთებით შემოსაზღვრული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად ითვლება. კავკასიის 10 უმაღლესი მწვერვალი სვანეთში მდებარეობს. მათ შორისაა საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5 201 მ), თეთნულდი (4 974 მ), შოთა რუსთაველი (4 960 მ), უშბა (4 710 მ), აილამა (4 525 მ),
 ლალვერი (4350 მ), ლაცგა (4019 მ) და სხვა.
 სვანეთი ოდითგანვე იყოფოდა ზემო (დრევანდელი მესტიის რაიონი) და ქვემო (დღევანდელი ლენტეხის რაიონი) სვანეთად. ზემო სვანეთი ცნობილია „უბატონო“ სვანეთის სახელით ანუ დასახლებული იყო თავისუფალი ადამიანებით, სადაც არ იყო ბატონ-ყმობა. XIX საუკუნიდან  სვანეთიც  მეფის რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვს, რომ სვანეთში მეფის ძალაუფლება ნაკლებად ვრცელდებოდა. სვანეთი ბოლომდე დარჩა თავისუფალ  „უბატონო სვანეთად“.  ზემო სვანეთი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.