სათხილამურო ტური ბაკურიანში!

5 დღე/ 4 ღამე "სათხილამურო ტური ბაკურიანში"   👈👈👈მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს 👈👈👈



ბაკურიანი - ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. თბილისსა და ბაკურიანს შორის მანძილი 180კმ-ია ,ხოლო ბორჯომიდან ის მხოლოდ 30კმ-შია.  ბაკურიანი  ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია.  
1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა.  ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. 2005 წელს ბაკურიანი წარადგენილი იყო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატად.
ყოველწლიურად აქ ათეულათასობით ადამიანი ჩამოდის, რათა დაისვენონ, ისიამოვნონ, ისრიალონ და დატკბნენ კავკასიონის ულამაზესი ხედებით, მოიარონ წიწვიანი ტყით დაფარული მიდამოები, დალაშქრონ მარშრუტები, როგორც ფეხით, ასევე ცხენით, ველოსიპედით, თოვლმავლით ან კვადროციკლით. სწორედ ეს ხდის ბაკურიანს ტურისტებისთვის მიმზიდველს წელიწადის ოთხივე სეზონისათვის.